დნმ-ის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - კონკურსი „არტ გენომი“

დნმ-ის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - კონკურსი „არტ გენომი“

2024 წლის 25 აპრილს დნმ-ის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი „არტ გენომი“ ჩატარდა, რომლის თემა იყო - როგორ გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკურ ოდისეაზე და იშვიათი დავადებების სამკურნალო წამლების შემუშავებაზე.

კონკურსი მიეძღვნა გენეტიკური და იშვიათი დაავადებების მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება. 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო სპეციალობების სტუდენტებმა. მათ ჯამში, 19 ნამუშევარი, მათ შორის ფერწერული და ციფრული ნახატები წარმოადგინეს. 

კონკურსის  გამარჯვებულები გახდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: ზობია მოჰამმედ ჯავედ ანსარი (I ადგილი); ირინა ხატიაშვილი (II ადგილი); მარიამ თურმანიძე (III ადგილი).  

საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: აბიტკარ აპურვა, ლუკა მაჩიტაძე და მუხტარ ომერი.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებისთვის ჩატარდა ვორქშოფი თემაზე - “Face2Gene - ხელოვნური ინტელექტი და იშვიათი დაავადებების დიაგნოზირება”.