საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

,,თანამედროვე ფარმაცია - მიღწევები და გამოწვევები“ . 2025 წლის 29 - 30 ნოემბერი, ბათუმი



კონფერენცია ეძღვნება პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავს
კონფერენცია ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისამართი: ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
• კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
• ფარმაცევტული ანალიზი და სტანდარტიზაცია
• თანამედროვე ხარისხის სისტემები, საერთაშორისო სტანდარტები, მიღწევები და გამოწვევები
• ახალი წამლის ფორმების მიღების ტექნოლოგიები
• ნანოტექნოლოგია და ფარმაცევტული ბიოტექნოლოგია
• ბუნებრივი და სინთეზური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევა
• ფარმაკოგნოზია
• ფარმაცევტული ტოქსიკოლოგია
• კლინიკური ფარმაცია
• სამკურნალო საშუალებების კლინიკური კვლევები
• საზოგადოებრივი ჯანდაცვა
• ფარმაკოზედამხედველობა
• ფარმაცევტული მენეჯმენტი და მარკეტინგი
• ფარმაკოლოგია
• ფარმაკოთერაპია
• ფარმაცევტული კოსმეტოლოგია
• მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება
• რეფორმები ფარმაციაში და ფარმაცევტულ კანონმდებლობაში
• თანამედროვე მიდგომები ფარმაცევტულ განათლებაში

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული; ინგლისური.
კონფერენციის მიზანია მონაწილეებს გააცნოს თანამედროვე ფარმაცევტული, სამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევები, ხელი შეუწყოს პრაქტიკული ფარმაციის განვითარებას და ინტეგრირებული კვლევების ჩატარებას.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, აკადემიური, სსიპ, ა(ა)იპ და სხვა შესაბამისი პროფილისა და დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული მეცნიერები და დარგის სპეციალისტები. აქტიურად იქნებიან ჩართულნი ახალგაზრდა მეცნიერები.
მოეწყობა გასვლითი ტური ბათუმის ბოტანიკურ ბაღში; ისპანი 2 იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანზე.

კონფერენციის ორგანიზატორები:

• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტი.
• საქართველოს მეცნიერთა და ახალგაზრდა ფარმაცევტთა ასოციაცია
• საქართველოს კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაცია

კონფერენციის მხარდამჭერები:
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
ირაკლი ნატროშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
სოფიო ბახტაძე - თსსუ-ის ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით, პროფესორი
რუსუდან რუხაძე - თსსუ-ის ვიცე-რექტორი აკადემიური საქმიანობის მიმართულებით, პროფესორი
ხათუნა თოდაძე - თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი
ტიტე აროშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
თამარ ჩიკვილაძე - თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
მალხაზ გეთია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი
გურამ მემარნე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი
ავთანდილ მესხიძე
თამაზ ჭუმბურიძე
ალიოშა ბაკურიძე
იზოლდა მაჭუტაძე
ბელა კიკალიშვილი
ლაშა მსხილაძე
დავით ჭინჭარაძე
მარიამ მეტრეველი
დალი ბერაშვილი
ნანა გორგასლიძე
ვირჯინია კუკულა კოჩ - პოლონეთი ოზგურ ემინაღაოღლუ - თურქეთი
თამაზ მურთაზაშვილი
ჯანლუიჯი ფრანჩი - იტალია

კონფერენციის სამდივნო
კობა სივსივაძე
თეონა კორკოტაძე
მაკა კვიწინაძე
იოსებ თომაძე
მარიამ ტატანაშვილი
ლამზირა ებრალიძე
სოფიო გოქაძე
ლიზი თომაძე

კონფერენციის პროგრამული უზრუნველყოფა - დავით გვასალია (თსსუ).