საერთაშორისო კონფერენცია - „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“
2025 წლის 14-15 ნოემბერი
კონფერენციის ორგანიზატორები:
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ)
- თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
- ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია
კონფერენციის მხარდამჭერები:
- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
კონფერენციის პრეზიდენტი - ბარონი ჟან-ლუი ვინსენტი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის პროფესორი, გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საზოგადოებების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ბრიუსელი, ბელგია)
საორგანიზაციო კომიტეტი:
ლევან რატიანი - პროფესორი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, თსსუ-ის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
ლუიზა გაბუნია - თსსუ-ის კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი
ზაზა ლომინაძე - საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ნატროშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
ზაზა ბოხუა - თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი
სოფიო ბახტაძე - თსსუ-ის ვიცე-რექტორი სამეცნიერო მიმართულებით, პროფესორი
ილია ნაკაშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი
ეკატერინე ნანდოშვილი - მწვავე მედიცინის უფროსი სპეციალისტი, ეპსომის და სენტ-ჰელიერის საუნივერსიტეტო კლინიკების კონსულტანტი, სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი (დიდი ბრიტანეთი)
ქეთევან მაჭავარიანი - თსსუ-ის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ნინო ხუნაშვილი - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი
ჯენი ჯანხოთელი - თსსუ-ის პირველი საუნივესიტეტო კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი
ავთანდილ ჩიტაძე - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
სამეცნიერო კომიტეტი:
ვახტანგ შოშიაშვილი - თსსუ-ის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი.
სამსონ ქაჯაია - გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შორენა ხეცურიანი - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
ნათია გამყრელიძე - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი, პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
მაგდა რურუა - MD, PhD, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი.
კონფერენციის პროგრამული უზრუნველყოფა - დავით გვასალია (თსსუ).