კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
კონფერენცია ჩატარდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ღონისძიების საგრანტო კონკურსის დაფინანსებით.
ინფორმაცია ორგანიზატორების შესახებ:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი დაფუძნდა 2006 წელს პროფესორ ე. აბზიანიძის ხელმძღვანელობით. დეპარტამენტის ინიციატივით დაფუძნდა სტუდენტთა დებატ კლუბი: “მეგ”-ი (მომავალი ეკუთვნის გენეტიკას. დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული იქნა სტუდენტთა 23 სამეცნიერო კონფერენცია, ღია დებატები და არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება, ეს ღონისძიებები ყოველთვის გამოირჩეოდა აქტუალური საკითხების განხილვით, შემოქმედებითი მიდგომით.
2014 წელს დეპარტამენტის თანამშრომელთა ინიციატივით დაფუძნდა სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება (www.geneticsgeorgia.org), რომელშიც გაერთიანდა მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი „მეგ“ (მომავალი ეკუთვნის მედიცინას).
2014 წელს დეპარტამენტში ჩამოყალიბდა მოლეკულური გენეტიკის და ეპიგენეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მოლეკულური გენეტიკის კვლევის თანამედროვე აპარატურით. ლაბორატორიაში ხორციელდება სამეცნიერო კვლევები, სადოქტორო პროგრამები, ვორკშოფები და სხვ.
2014-2018 წელს დეპარტამენტის თანამშრომელთა და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა დნმ–ის საერთაშორისო დღისადმი (25 აპრილი) მიძღვნილი ესეების კონკურსი, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ სამედიცინო და ბიოლოგიური პროფილის სტუდენტები მთელი საქართველოდან. გამარჯვებულებისთვის საზოგადოების მიერ დაწესებულია ფულადი ჯილდოები.
2016-17 წელს დეპარტამენტის თანამშრომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით ჩატარდა აკრედიტირებული სამეცნიერო კონფერენციები „გენომიკა და ეპიგენომიკა პერსონალიზირებულ/ზუსტ მედიცინაში-მექანიზმებიდან მკურნალობამდე“.
დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობით ითარგმნა და გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, მათ შორის „ტომპსონი&ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ (2007, 2016), სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა-ნესა ქერი“ ეპიგენეტიკური რევოლუცია“ (2014) და სხვა.
საორგანიზაციო-სამეცნიერო კომიტეტი |
|
ვადაჭკორია ზურაბ | ორჯონიკიძე ზურაბ |
ბერიაშვილი რიმა | თოდაძე ხათუნა |
კვაჭაძე ირინე | კოხრეიძე ირაკლი |
ჩიქოვანი თინათინ | ბაკურიძე ალიოშა |
აბზიანიძე ელენე | კვარაცხელია ეკა |
ტყემალაძე თინათინ | ფირცხელანი ნინო |
ჩოკოშვილი დავით | ჭყონია თამარ |
გიგინეიშვილი ციალა | ჭიპაშვილი მანანა |
იმნაძე ელისაბედ | ქორიძე მარინა |
ჩიქვინიძე ქეთევან |
პროექტის ხელმძღვანელი: | პროფ. ელენე აბზიანიძე |
კოორდინატორი: | ეკა კვარაცხელია |