კლუბის მიზნები და ამოცანები
კლუბი მიზნად ისახავს სტუდენტებში სამეცნიერო კვლევის მიმართ ინტერესის გაღვივებას სამეცნიერო სფეროს პოპულარიზაციის გზით.
კლუბის ამოცანაა სტუდენტების ჩართვა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესურასთან ერთად. აღნიშნული კლუბი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს კვლევების ორგანიზებაში, სამეცნიერო სტატიის საერთაშორისოდ აღიარებული ფორმით გამოქვეყნებაში, შესაბამისი სამეცნიერო პორტალისა თუ კონფერენციის/სიმპოზიუმის მოძიებაში, როგორც კვლევის ჩატარებასთან, ისე მის პუბლიკაციასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეების დაძლევაში. სტუდენტური კლუბი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, მეცნიერებით დაინტერესებული პირები დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ გამოცდილება და კვლევასთან დაკავშირებული იდეები. ეს გაადვილებს ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტების ორგანიზებას, რომელთა განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ინდივიდუალური აქტივობის ფარგლებში.
სამეცნიერო კლუბის სტრუქტურა
სამეცნიერო კლუბი ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაციის“ ეგიდით, აკადემიური პერსონალის უშუალო ჩართულობით. ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობს კლუბის ხელმძღვანელობა - თავმჯდომარე, მოადგილე და ორი მდივანი (ერთი-ქართულენოვანი, ხოლო მეორე ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის). კლუბი აერთიანებს როგორც ქართულენოვან, ასევე საერთაშორისო პროგრამების სტუდენტებს და მასში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს მარტივი განაცხადის საფუძველზე.
კლუბში გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ
საკონტაქტო ინფორმაცია:
Endeavor@tsmu.edu
EndeavorTSMU@gmail.com
032 254 25 20 - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი
+995 599 90 26 50 - ცენტრის დირექტორი, ლუიზა გაბუნია
+995 599 74 99 53 - კლუბის თავმჯდომარე, გიგი გორგაძე
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N29, უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსი 0186