• კალენდარი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სწრაფი ბმულები
  • AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოშიAMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოში
  • ელექტრონული ჟურნალიელექტრონული ჟურნალი
  • დასაქმებადასაქმება
  • ცენტრებიცენტრები
  • ბიბლიოთეკაბიბლიოთეკა
  • იურიდიული ცნობარიიურიდიული ცნობარი
  • უსგ ტრენინგებიუსგ ტრენინგები
  • ონლაინ უსგ ტრენინგებიონლაინ უსგ ტრენინგები

განათლება

  1. განათლება
  2. ფაკულტეტები
  3. მედიცინა
  4. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა
  5. ჩვენს შესახებ
  6. ისტორია
  • დირექტორის გზავნილი
  • მიზანი
  • ისტორია

ისტორია

ამობეჭდვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას (აშშ, ატლანტა) შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ  XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამერიკის მხრიდან თსსუ-სთან აქტიურად თანამშრომლობდა, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი კენეტ ვოლკერი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი რეფორმები ( გადაუდებელი მედიცინის დაარსება,  უწყვეტი საექთნო განათლების პროგრამის შექმნა და სხვ.), რომელთა შორისაა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

თსსუ-ში მედიცინის სწავლების  ამერიკული მოდელის შექმნის იდეა პროგრამის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე დაიბადა, რასაც ორმხრივი ინტენსიური მუშაობა მოჰყვა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან პროგრამის განვითარების გუნდს  სათავეში უდგას დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღანელი, თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ხოლო ამერიკის მხრიდან - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი და  ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-დეკანი, პროფესორი გორდონ ჩარჩვორდი.  პროგრამის შემუშავებისა და ადაპტირების  მიზნით, ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები (ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პერსონლთან, სტუდენტებთან) იმართებოდა როგორც საქართველოში, ისე ატლანტაში.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასა და თსსუ-ის ხელძღვანელობას შორის ინტენსიური მუშაობა  2013 -2014 სასწავლო წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებით დაგვირგვინდა. პროგრამაზე სწავლა 31-მა სტუდენტმა დაიწყო. მას შემდეგ ინტერესი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მიმართ  ყოველწლიურად იზრდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეისათვის პროგრამაზე სულ 236 აქტიური სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 95  საქართველოს მოქალაქეა,  დანარჩენი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ: აშშ, კანადა, ისრაელი, პორტუგალია, თურქეთი, შრი-ლანკა, ლიტვა, ინდოეთი, ბანგლადეში, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სხვ.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის წარმატების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ამერიკულ მხარესთან ურთიერთობაა, რაც თანდათან უფრო ღრმავდება. გამოცდილების გაზიარებისა და სიახლეების დანერგვის მიზნით, თსსუ–ის და ემორის უნივერსიტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი რეგულარულად აწარმოებს სამუშაო შეხვედრებს როგორც აშშ–ში, ისე საქართველოში (პროგრამის დაწყებიდან დღემდე თსსუ-ის და ემორის უნივერსიტეტის 100–ზე მეტი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ვიზიტი განხორციელდა). ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა პროგრამას მხარში უდგას არა მხოლოდ კურიკულუმის ფარგლებში, არამედ სტუდენტებისთვის ექსტრაკურიკულუმური აქტივობების განხორციელებაშიც („ზამთარი ემორიში“და „ზაფხული ემორიში“).


ადმინისტრაცია

სამუშაო საათები

  • ორშ-პარ: 10:00 - 18:30
  • შაბათი: დასვენება
  • კვირა: დასვენება

სწრაფი ბმულები

  • იურიდიული ცნობარი
  • საჯარო ინფორმაცია
  • ელ-ჟურნალი
  • ფაკულტეტები
  • საერთაშორისო სტუდენტთა განათლება

საკონტაქტო ინფორმაცია

  • (+995 32) 254 24 24;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186 თბილისი, საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.

შემოგვიერთდით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio

  • tsmu.edu ქართული
  • tsmu.edu English