ცენტრში მსმენელთა (აბიტურიენტთა) მომზადება ხდება შემდეგ საგნებში:
სავალდებულო სამი საგანი:
1. ქართული ენა და ლიტერატურა
2. ბიოლოგია ან/და მათემატიკა ან/და ისტორია
3. უცხოური ენა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)
არჩევითი საგნები:
1. ბიოლოგია
2. ქიმია
3. ფიზიკა
4. მათემატიკა
5. ზოგადი უნარები
6. გეოგრაფია
7. ქართული ლიტერატურა
8. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
9. სამოქალაქო განათლება
აბიტურიენტთათვის თითოეული საგნის ღირებულება შეადგენს 800 ლარს - კვირეული დატვირთვა თითოეულ საგანში 6 აკადემიური საათი.
ცენტრში, სწავლება მიმდინარეობს ასევე ინდივიდუალური მომზადების რეჟიმში (ორკაციანი ჯგუფი):
1.თითოეული საგნის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს - კვირეული დატვირთვა თითოეულ საგანში 4 აკადემიური საათი.
2.თითოეული საგნის ღირებულება შეადგენს1500 ლარს - კვირეული დატვირთვა თითოეულ საგანში 6 აკადემიური საათი.
სამაგისტრო პროგრამის ღირებულება შეადგენს 800 ლარს - კვირეული დატვირთვა 8 აკადემიური საათი.
სტუდენტებისთვის გრანტის გასაუმჯობესებელი პროგრამის ღირებულება შეადგენს 700 ლარს - კვირეული დატვირთვა 6 აკადემიური საათი.
ცენტრში სწავლება მიმდინარეობს ქართულ და უცხოურ ენებზე.
მოსამზადებელი პროგრამა:
პროგრამის კურიკულუმი:
მეცადინეობის პერიოდი – ოქტომბრიდან მომავალი წლის ივნისის ბოლომდე (36 სასწავლო კვირა).
მაგისტრანტობის მაძიებელთა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება დამატებით, მათ მიერ არჩეული მოსამზადებელი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.
• მეცადინეობის სიხშირე: კვირაში 6 დღე.
• მეცადინეობის რაოდენობა: დღეში 2-3 მეცადინეობა.
• მეცადინეობის ხანგრძლივობა: 1 მეცადინეობა - 1,5 ასტრონომიული სთ.
• მეცადინეობები ტარდება 2 ცვლად: I ცვლა - 09:00-14:50; II ცვლა - 15:30-18:40.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამის აღწერა:
1. ცხრა თვის განმავლობაში მოსამზადებელი ცენტრის მსმენელები ეუფლებიან საჯარო სკოლის პროგრამას და ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.
2. სწავლის პერიოდში მოსამზადებელი ცენტრის მსმენელებს თითოეულ საგანში უტარდებათ 4 შუალედური საკონტროლო წერა, რომელიც მიახლოებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატთან (როგორც შინაარსობრივად, ასევე დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით).
4. ყოველი საკონტროლო წერის წინ რამდენიმე მეცადინეობა ეთმობა განვლილი მასალის გამეორებას, ხოლო საკონტროლო წერის შემდგომ მეცადინეობაზე ტარდება დაშვებული შეცდომების ანალიზი.
საგნების აღწერა:
• მათემატიკა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამას, თეორიულ მასალაზე დაყრდნობით სწავლობენ მაგალითების, ლოგიკური ამოცანების, სავარჯიშოების ამოხსნას. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა „მათემატიკაში“ 2021წ)
• ზოგადი უნარები – ცენტრის მსმენელები ვარჯიშობენ ლოგიკურ აზროვნებაში, ბლიც-ტესტებში, უტარდებათ ტრენინგები, ინტელექტუალური თამაშები და სხვ. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ზოგადი უნარები‘’ 2021წ)
• ინგლისური ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან შესაბამისი ენის ლექსიკას, გრამატიკას, კითხვით და სმენით უნარ-ჩვევებს (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ინგლისური ენა" 2021წ).
• გერმანული ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან შესაბამისი ენის ლექსიკას, გრამატიკას, კითხვით და სმენით უნარ-ჩვევებს (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "გერმანული ენა 2021წ").
• ფრანგული ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან შესაბამისი ენის ლექსიკას, გრამატიკას, კითხვით და სმენით უნარ-ჩვევებს (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ფრანგული ენა" 2021წ).
• რუსული ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან შესაბამისი ენის ლექსიკას, გრამატიკას, კითხვით და სმენით უნარ-ჩვევებს (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "რუსული ენა " 2021წ).
• ქართული ენა და ლიტერატურა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან გრამატიკისა და პრაქტიკული სტილისტიკის აქტუალურ საკითხებს, რათა სათქმელი თანმიმდევრულად, ნათლად, ზუსტად და სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით გადმოსცენ (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ქართული ენა და ლიტერატურა " 2021წ)
• ბიოლოგია – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ ჩვევებს ბიოლოგიაში (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ბიოლოგია" 2021წ).
• ქიმია – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ ჩვევებს ქიმიაში. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ქიმია" 2021წ).
• ფიზიკა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ ჩვევებს ფიზიკაში (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ფიზიკა" 2021წ).
• ისტორია –ცენტრის მსმენელებ ი შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის მასალას ისტორიაში (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ისტორია" 2021წ).
• გეოგრაფია – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის მასალას გეოგრაფიაში (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა " გეოგრაფია " 2021წ).
აკადემიური შინაგანაწესი:
• აკადემიურ ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 6 მსმენელი.
• სწავლის პერიოდში მსმენელებს თითოეულ საგანში ჩაუტარდებათ საკონტროლო წერები. საკონტროლო წერების გრაფიკი გამოქვეყნდება წინასწარ.
• ცენტრის ყველა მსმენელს, მის მშობელს (მეურვეს) და მოსამზადებელი ცენტრის დირექტორს შორის სწავლის დაწყებამდე იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება ორივე მხარის უფლებები და მოვალეობები.
• დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულებაში.
მოსამზადებელ ცენტრში მიიღებიან:
• საჯარო სკოლის XI, XII კლასის მოსწავლეები და საჯარო სკოლადამთავრებული აბიტურიენტები;
• პირები, რომელთაც აქვთ მიღებული საშუალო სკოლის შესაბამისი განათლება;
• უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც აქვთ მიღებული სრული საშუალო განათლება;
• მაგისტრანტობის მაძიებლები;
• საგრანტო კონკურსში მონაწილეთა მსურველები.
მსმენელთა (საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების) საბუთების მიღება წარმოებს სექტემბრიდან, ერთიანი სამაგისტრო და საგრანტო გამოცდისთვის მოსამზადებელ პროგრამაზე - ოქტომბრიდან.
ჩარიცხვა:
ცენტრში სწავლის მსურველთა ჩარიცხვა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დოკუმენტები:
მოსამზადებელ ცენტრში სწავლების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ე.წ. აპლიკაცია);
• საჯარო სკოლის დამთავრების ატესტატი (ასლი) ან ცნობა სკოლიდან (მოსწავლეებმა);
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ( მაგისტრანტობის მაძიებლებმა, სტუდენტებმა);
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• საბუთების მიღების მომსახურეობის საფასურის (10 ლარი) გადახდის ქვითარი.
ფინანსები:
მოსამზადებელ ცენტრში სწავლა ფასიანია. სწავლის ღირებულებას განსაზღვრავს ცენტრი.
საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით მოსამზადებელ ცენტრში დადგენილია სწავლების ოპტიმალური გადასახადი.
ერთობლივი ძალისხმევითა და მონდომებით გისურვებთ წარმატებებს მომავალ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების ურთულეს და საინტერესო გზაზე.