თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის და ემორის უნივერსიტეტის (აშშ) პარტნიორობა USAID -ის პროექტში ”ფიზიკური რეაბილიტაციის გაძლიერება საქართველოში” (SPRING)
1 ოქტომბერი, 2017 – 27 მარტი, 2022 წელი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პარტნიორობა ეფუძნება ორივე უნივერსიტეტის გამოცდილებას სამედიცინო განათლებაში, კლინიკურ და სარეაბილიტაციო სამსახურის განხორციელებაში და შესაბამისი საქმიანობის ადვოკატირებაში. პროექტში თსსუ-ის მხრიდან ჩართულია ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური და კლინიკური პერსონალი. პროექტის განხორციელების პროცესში გამოყენებულ იქნება უნივერსიტეტის სასწავლო და კლინიკური ბაზები შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობით.
შემთხვევაზე/ქეისზე დაფუძნებული სწავლებასთან (Case Based Learning - CBL) დაკავშირებული აქტივობების ორგანიზება და განვითარება, ტელეკონფერენციების სახით თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტსა და სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკური თერაპიის ფაკულტეტს შორის ურთიერთობის ფარგლებში.