თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლატვიის უნივერსიტეტს (რიგა, ლატვია) შორის გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება თნამშრომლობაზე საექთნო პროგრამების (ექთანი/ბებიაქალი) სტუდენტებისათვის და პროფესორ- მასწავლებლებისთვის. ორმხრივი შეთანხმება ხელს შეუწყობს საერთშორისო თანამშრომლობის მიზნით ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრის - AZW და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამოქმედდა საექთნო საქმის (ექთანი) ქართულ-ავსტრიული საბაკალავრო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებს გაიარონ სტაჟირება და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება ავსტრიის კლინიკებში.