• კალენდარი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სწრაფი ბმულები
  • AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოშიAMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოში
  • ელექტრონული ჟურნალიელექტრონული ჟურნალი
  • დასაქმებადასაქმება
  • ცენტრებიცენტრები
  • ბიბლიოთეკაბიბლიოთეკა
  • იურიდიული ცნობარიიურიდიული ცნობარი
  • უსგ ტრენინგებიუსგ ტრენინგები
  • ონლაინ უსგ ტრენინგებიონლაინ უსგ ტრენინგები

განათლება

  1. განათლება
  2. ფაკულტეტები
  3. მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი
  4. მთავარი
  5. ისტორია
  • დეკანის გზავნილი
  • ისტორია

ისტორია

ამობეჭდვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სამკურნალო ფაკულტეტი გაიხსნა 1996 წელს. ფაკულტეტის სრული კურსი (პირველი გამოშვება) დაამთავრა 25–მა სტუდენტმა 2002 წელს.
2006 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც დიპლომამდელი, ასევე დიპლომისშემდგომი  სწავლების უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა,  ამიტომაც, აკადემიური პროცესის მართვისა და  ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თავდაპირველად შეიქმნა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორი, ხოლო  2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა „უცხოელ სტუდენტთა განათლების  დეპარტამენტი“.
2012 წლის სექტემბრიდან უცხოელ სტუდენტთა განათლების  დეპარტამენტში ამოქმედდა „დიპლომირებული მედიკოსის რუსულენოვანი პროგრამა“, ხოლო 2013 წლიდან – ,,დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD - Doctor of Medicine Degree Program), რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (ა.შ.შ. ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი პროექტის საფუძველზე.
2018 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს მასშტაბით პირველად დაარსდა „მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტი“, რომელსაც 2019 წელს შეუერთდა დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პროგრამები. დღეისათვის, მედიცინისა და სტომტოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი აერთიანებს 2800-მდე დიპლომამდელი განათლების უცხოენოვან სტუდენტს მსოფლიოს 82 ქვეყნიდან და ეხმარება მათ სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები, გახდნენ გლობალური კომპეტენციის მქონე კურსდამთავრებულები, რათა უკეთესად გაუმკლავდნენ თანამედროვე სამყაროს რეალობასა და გამოწვევებს. 

ადმინისტრაცია

სამუშაო საათები

  • ორშ-პარ: 10:00 - 18:30
  • შაბათი: დასვენება
  • კვირა: დასვენება

სწრაფი ბმულები

  • იურიდიული ცნობარი
  • საჯარო ინფორმაცია
  • ელ-ჟურნალი
  • ფაკულტეტები
  • საერთაშორისო სტუდენტთა განათლება

საკონტაქტო ინფორმაცია

  • (+995 32) 254 24 24;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186 თბილისი, საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.

შემოგვიერთდით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio

  • tsmu.edu ქართული
  • tsmu.edu English