• კალენდარი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სწრაფი ბმულები
  • AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოშიAMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოში
  • ელექტრონული ჟურნალიელექტრონული ჟურნალი
  • დასაქმებადასაქმება
  • ცენტრებიცენტრები
  • ბიბლიოთეკაბიბლიოთეკა
  • იურიდიული ცნობარიიურიდიული ცნობარი
  • უსგ ტრენინგებიუსგ ტრენინგები
  • ონლაინ უსგ ტრენინგებიონლაინ უსგ ტრენინგები

განათლება

  1. განათლება
  2. ფაკულტეტები
  3. მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი
  4. მთავარი
  5. დეკანის გზავნილი
  • დეკანის გზავნილი
  • ისტორია

ამობეჭდვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სამედიცინო სკოლაა, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უცხოელი სტუდენტების სწავლების თვალსაზრისით.  აგერ უკვე 20 წელზე მეტია სამედიცინო უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე განათლებას იღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და დღითიდღე ჩვენი უნივერსიტეტი მათთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება.
2006 წლამდე უცხოელ სტუდენტთა სწავლებას კურირებდა მედიცინის ფაკულტეტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული - „უცხოური განყოფილება“, თუმცა, შემდგომ წლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის სურვილის მქონე უცხოელ სტუდენტთა რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა მათთვის უნივერსიტეტში მართვის დამოუკიდებელი ერთეულის შექმნა. ამგვარად, 2008 წელს ჩამოყალიბდა უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტი, რომლის მისიაც არის "ერთი ქოლგის ქვეშ" გააერთიანოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები, ხელი შეუწყოს მათი აკადემიური დონის ამაღლებას, სოციალური გარემოსა და პირობების გაუმჯობესებას.
2012 წლის სექტემბრიდან უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტში ამოქმედდა „დიპლომირებული მედიკოსის რუსულენოვანი პროგრამა“, ხოლო 2013 წლიდან -„დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD – Doctor of Medicine Degree Program), რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (ა.შ.შ. ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი პროექტის საფუძველზე.
2018 წელს კი დაარსდა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტი, რომელსაც 2019 წელს შემოუერთდა დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პროგრამები. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით, რამეთუ იგი  მაგალითია პატივისცემის, ნდობის, ერთობის, ინტერნაციონალიზაციის. და სწორედ ამიტომაც მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი „მეორე სახლი“ გახდა სხვადასხვა ეთნიკური, კულტურული და გეოგრაფიული წარმომავლობის  3500 - მდე სტუდენტისათვის მსოფლიოს 84 ქვეყნიდან.


ასოცირებული პროფესორი
დავით თოფურია

ადმინისტრაცია

სამუშაო საათები

  • ორშ-პარ: 10:00 - 18:30
  • შაბათი: დასვენება
  • კვირა: დასვენება

სწრაფი ბმულები

  • იურიდიული ცნობარი
  • საჯარო ინფორმაცია
  • ელ-ჟურნალი
  • ფაკულტეტები
  • საერთაშორისო სტუდენტთა განათლება

საკონტაქტო ინფორმაცია

  • (+995 32) 254 24 24;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186 თბილისი, საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.

შემოგვიერთდით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio

  • tsmu.edu ქართული
  • tsmu.edu English