• კალენდარი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სწრაფი ბმულები
  • AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოშიAMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოში
  • ელექტრონული ჟურნალიელექტრონული ჟურნალი
  • დასაქმებადასაქმება
  • ცენტრებიცენტრები
  • ბიბლიოთეკაბიბლიოთეკა
  • იურიდიული ცნობარიიურიდიული ცნობარი
  • უსგ ტრენინგებიუსგ ტრენინგები
  • ონლაინ უსგ ტრენინგებიონლაინ უსგ ტრენინგები

განათლება

  1. განათლება
  2. ფაკულტეტები
  3. მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი
  4. სტრუქტურა
  5. სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი
  • სქემა
  • დეკანატი
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
  • სადისერტაციო საბჭო
  • კურიკულუმის კომიტეტი
  • დეპარტამენტები
  • ფაკულტეტის საბჭო
  • სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი

სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი

ამობეჭდვა

მუზეუმის შესახებ 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (შემდგომში- უნივერსიტეტის) ბიოლოგიის და პარაზიტოლოგიის კათედრაზე გასული საუკუნის 1940-იან წლებში, პროფესორ ვალერიან როსტომბეგოვის (1878-1965 წ.წ.) თაოსნობით, დაარსდა ,,ბიოლოგიური მუზეუმი“, რომელიც ერთადერთი იყო იმ დროს არსებულ სამედიცინო ინსტიტუტებს შორის.

მუზეუმს, თავის დროზე, საექსპოზიციო მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოეცა ყოფილი „კავკასიის მუზეუმიდან“, რომელიც ფუნქციობდა 1852-1919 წლებში და წარმოადგენდა მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას საქართველოსა და მუზეუმის ახალი სიცოცხლე ამიერკავკასიაში.

აღსანიშნავია, რომ უკვე სამედიცინო ინსტიტუტში არსებულ მუზეუმს ძირითადად სასწავლო დატვირთვა ჰქონდა და დაარსების დღიდან აქტიურად ფუნქციობდა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ,
1985 წელს, მეორე სასწავლო კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაზიანდა მუზეუმიც, განადგურდა ექსპონატების დიდი ნაწილი.

1997 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმდროინდელი სამედიცინო ბიოლოგიის, პარაზიტოლოგიის და ეკოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ ელენე აბზიანიძის, ინიციატივითა და ძალისხმევით, მოხერხდა გადარჩენილი ექსპონატების აღდგენა და განახლება. 2015 წელს კი, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, „ბიოლოგიური მუზეუმი“ დროებით დაიხურა.

უმნიშვნელოვანესია, რომ მიმდინარე, 2023 წელს, მოხდა მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაცია, შეიცვალა მუზეუმის ფორმატი და კონცეფცია, შესაბამისად, შეიცვალა დასახელებაც და მას, „ბიოლოგიური მუზეუმის“ ნაცვლად, ეწოდა თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული - „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“.

აღსანიშნავია, რომ „კავკასიის მუზეუმის“ მასალებიდან გადმოცემულ უნიკალურ ექსპონატთა უმეტესობა საუკუნეს ითვლის; აქ დღემდე ინახება პალეობიოლოგიური, ორნითოლოგიური, მამალოგიური, იქთიოლოგიური და ბოტანიკური ექსპონატები. აქ დაცულ პალეო-ბიოლოგიური ექსპონატებიდან აღსანიშნავია სილურული, კემბრიოული და იურიული პერიოდის მოლუსკების, ტროლობიტების, ამონიტებისა და გრაფტოლიტების უნიკალური გაქვავებული მასალები. მუზეუმში, ასევე, წარმოდგენილია ენტომოლოგიური ჰელმინთოლოგიური, მალაკოლოგიური, იქთიოლოგიური, ჰერპეტოლოგიური და ორნითოლოგიური ექსპონატების მდიდარი კოლექციები. მუზეუმში, აგრეთვე, მრავალრიცხოვანი მულაჟების სახით, წარმოდგენილია ანთროპოლოგიური მასალები; ყურადღებას იპყრობს ემბრიოლოგიური ექსპოზიცია  ძუძუმწოვრების ჩანასახოვანი განვითარების ადრეული სტადიების ამსახველი ექსპონატები, ემბრიოლოგიური პათოლოგიების ამსახველი პრეპარატები (ანენცეფალია, ჰიდროცეფალია და სხვა).

კონცეფციის შეცვლიდან გამომდინარე, მუზეუმს დაემატა ინტერაქტიული კუთხე, სადაც მნახველებს, სურვილის შემთხვევაში, კონსულტანტის თანხლებით, შეეძლებათ სხვადასხვა ბიოლოგიური მასალისგან საკუთარი ხელით დნმ-ის გამოყოფა.

თსსუ-ის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი  

ადმინისტრაცია

სამუშაო საათები

  • ორშ-პარ: 10:00 - 18:30
  • შაბათი: დასვენება
  • კვირა: დასვენება

სწრაფი ბმულები

  • იურიდიული ცნობარი
  • საჯარო ინფორმაცია
  • ელ-ჟურნალი
  • ფაკულტეტები
  • საერთაშორისო სტუდენტთა განათლება

საკონტაქტო ინფორმაცია

  • (+995 32) 254 24 24;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186 თბილისი, საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.

შემოგვიერთდით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio

  • tsmu.edu ქართული
  • tsmu.edu English