შპს ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა" 2009 წელს დაარსდა პროფესორ გოჩა ინგოროყვას მიერ.
საუნივერსიტეტო კლინიკის დაარსების მიზანი იყო, ისეთი კლინიკის შექმნა, სადაც პაციენტები მიიღებდნენ ყველა პროფილის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში.
კლინიკის სტრატეგია ეფუძნება პრინციპს, რომ ის უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება ორიენტირებული იქნება პაციენტებზე.
კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითა და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რაც იძლევა საშუალებას რომ პაციენტებმა მიიღონ ევროპული დონის სამედიცინო მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა არის საქართველოში რვა სამედიცინო დარგისა და მიმართულების ფუძემდებელი, რომელიც დღეს უკვე ქვეყანაში განვითარებულია და უტოლდება საერთაშორისო სტანდარტებს.