თსსუ-ში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების საფუძველზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს ერთსაფეხურიანი სწავლების პროგრამებს
ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე:
მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი:
- დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 8.000 აშშ დოლარი წელიწადში;
- დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 7.000 აშშ დოლარი წელიწადში;
- დიპლომირებული მედიკოსის რუსულენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში;
- დიპლომირებული სტომატოლოგის რუსულენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში;
მედიცინის ფაკულტეტი:
- დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა – სწავლის საფასური 13.500 აშშ დოლარი წელიწადში (საქართველოს მოქალაქეებისთვის - 8.000 ლარი წელიწადში);
- ქართულენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის);
სტომატოლოგიის ფაკულტეტი:
- ქართულენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური - 4.000 აშშ დოლარი წელიწადში (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის);
ფარმაციის ფაკულტეტი:
- სწავლის საფასური 3.500 აშშ დოლარი წელიწადში;
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:
- ინგლისურენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური 3.000 აშშ დოლარი წელიწადში;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი:
- ერთობლივი ქართულ–ფრანგული საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამა – სწავლის საფასური 4000 აშშ დოლარი წელიწადში (საქართველოს მოქალაქეებისთვის - 4.000 ლარი);
მოსამზადებელი კურსი - სწავლის საფასური 2000 აშშ დოლარი წელიწადში;