2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ,,Erasmus+“-ის KA 107 აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
Erasmus+ ფარგლებში ხორციელდება:
სტუდენტთა მობილობა სწავლების ყველა დონეზე – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა:
– სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
– ტრენინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახორციელებს ორმხრივ გაცვლებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან:
ავსტრია
ბელგია
ბულგარეთი
გერმანია
დიდი ბრიტანეთი
ესპანეთი
ესტონეთი
თურქეთი
იტალია
ლატვია
ლიეტუვა
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
საბერძნეთი
საფრანგეთი
სლოვაკეთი
უნგრეთი
ხორვატია
ჩეხეთი
ნიდერლანდები