11 აპრილს თსსუ-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება

11 აპრილს თსსუ-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება

11 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიზნით დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სამედიცინო სექტორში მოქმედი 40-მდე კომპანია. 

დასაქმების ფორუმში ჩართული სამედიცინო კომპანიები მსურველებს წარუდგენენ აქტიურ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სამედიცინო სფეროში არსებული დასაქმების შესაძლებლობებს და პირადად გაესაუბრონ კომპანიების წარმომადგენლებს. 

დასაქმების ფორუმის ფარგლებში, ასევეე გაიმართება მასტერკლასი თემაზე: “რეზიუმეს შექმნა”, “დამსაქმებელთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები”, “გასაუბრების ტექნიკა”. 

მასტერკლასები ჩატარდება 11 აპრილს, 12:30 სთ, პირველი სასწავლო კორპუსის ფოიეში. 

ღონისძიების ფარგლებში, 13:20 საათიდან 14:30 საათამდე, კომპანიების წარმომადგენლები ფორუმის მონაწილეებს წარუდგენენ მოხსენებებს თემაზე - “დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნები და გამოწვევები”.

დასწრება თავისუფალია. 

მისამართი: I სასწავლო კორპუსის ფოიე

დასაწყისი: 12:00 საათიდან.