2017 წლის 10–11 ივნისს  მცხეთაში ტარდება IX საერთაშორისო კონფერენცია - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”

2017 წლის 10–11 ივნისს მცხეთაში ტარდება IX საერთაშორისო კონფერენცია - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”

კონფერენციას ტრადიციულად ატარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია.
წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მედიკოსების ქალბატონ ვერა ვაშაკიძის, ბატონ რეზო მანჯგალაძის და ბატონ ზურაბ გიორგობიანის ხსოვნას.


კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა:

1. ზეპირი მოხსენება
2. სასტენდო მოხსენება
3. მონაწილეობა მრგვალი მაგიდის მუშაობაში
4. მონაწილეობა სტუდენტთა სექციის მუშაობაში
5. მონაწილეობა მოხსენების გარეშე
6. სტატიის პუბლიკაცია (მოხსენების გარეშე)


კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

პ უ ბ ლ ი კ ა ც ი ა

კონფერენციის მასალები ტრადიციულად დაიბეჭდება სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის _ “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” – სპეციალურ ნომერში. ჟურნალის გამომცემელი შპს “ინტერფარმი” არის Council of European Associationof Institutions in Higher Education (EURASHE) წევრი. ჟურნალი შეტანილია დისერტაციის მასალების პუბლიკაციისათვის გათვალისწინებულ ჟურნალთა ნუსხაში. გამოქვეყნებული სტატიების რეფერატები იბეჭდება საქართველოს ტექინფორმის “ქართულ რეფერატულ ჟურნალში”. მთავარი რედაქტორი – პროფესორი ბ. კორსანტია. 

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და სტატიები წარმოადგინოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატში 5 მაისამდე (მოთხოვნები პუბლიკაციისათვის თან ერთვის).
კონფერენციაზე სარეგისტრაციო თანხა - 50 ლარი.

ავტორთა საყურადღებოდ!
1. ორიგინალური სტატია უნდა წარმოადგინოთ ერთ ეგზემპლარად, დაბეჭდილი 1,5 ინტერვალით, შრიფტის ზომა – 12 პუნქტი; ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს შრიფტით AcadNusx რუსული და ინგლისური – შრიფტით Times New Roman ფორმატში Microsoft Word ან PageMaker სტატია წარმოადგინეთ დისკეტაზე.

სტატიის მოცულობა არ უნდა იყოს 3 გვერდზე ნაკლები და უნდა შეიცავდეს ციტირებული ლიტერატურის სიას და რეზიუმეს ინგლისურ ენაზე. ილუსტრაციები და სურათების წარწერები უნდა წარმოადგინოთ ცალ-ცალკე. მიმოხილვითი და ზოგადთეორიული სტატიების მოცულობა უნდა შეთანხმდეს ჟურნალის რედაქციასთან. 1 გვერდის ფასი – 25 ლარი.

2. პირველ გვერდზე მიუთითეთ:

  1. ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები;
  2. სტატიის სათაური;
  3. დეპარტამენტი, ლაბორატორია ან ორგანიზაცია, სადაც შესრულდა სამუშაო, ქალაქი, ქვეყანა.


3. აუცილებელია რეზიუმე - ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე თითოეული მოცულობით არა უმეტეს 0,5 გვერდისა.
4. ტექსტში ბიბლიოგრაფიული მითითებები აღნიშნეთ ნომრით კვადრატულ ფრჩხილებში, ლიტერატურის ნუსხის შესაბამისად. ლიტერატურის საძიებელში ავტორები დაასახელეთ ანბანის მიხედვით. მიუთითეთ ნაშრომის სახელწოდება, გამომცემლობა, წელი, ტომი, ნომერი და გამოშვება, გვერდის აღნიშვნით.
5. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია იტოვებს უფლებას შეასწოროს და შეამოკლოს ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატია რეცენზენტის შენიშვნების გათვალისწინებით.
6. ხელნაწერები, რომლებიც არ შეესაბამება აღნიშნულ წესებს, უბრუნდება ავტორს განხილვის გარეშე. ამონაბეჭდი ავტორებს არ ეგზავნება.


საორგანიზაციო კომიტეტი

საკონტაქტო ტელეფონები: 593 927 111   /    599 921 488