თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყება 23 სექტემბერს.
პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 9 სექტემბერიდან 21 სექტემბერის ჩათვლით.
რეგისტრაციისას გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
- განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე (განაცხადი უნდა გაკეთდეს ადგილზე);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
- ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4 , როგორც ამობეჭდილი, ასევე, CD-ზე);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).
დეტალებისთვის დაუკავშირდით ფაკულტეტებს:
მედიცინის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 03 /06
სტომატოლოგიის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 01 /02
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 19
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 08
ფარმაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 36
საექთნო საბაკალავრო და პროფესიული პროგრამები: + 995 32 254 24 07
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289
საიდენტიფიკაციო კოდი 211328703
გარე მობილობით თსსუ-ში ჩარიცხვის მხურველმა სტუდენებმა დეტალებისთვის იხილეთ ბმული: http://bit.ly/მობილობათსსუში
მაგისტრანტობის მსურველებმა იხილეთ ბმული http://bit.ly/თსსუმაგისტრანტები