2019/2020 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

2019/2020 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

 ღონისძიებების განრიგი

 23 სექტემბერი

09:00 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში დაიწყება  პირველსემესტრელთა შეკრება. სასწავლო კორპუსების ეზოში თითოეულ მათგანს დაურიგდება:

გზამკვლევი

სამედიცინო გაზეთი

სასწავლო  ცხრილი

10:00 – 11:00 – 2019/2020 სასწავლო წლის ოფიციალური ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნება, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.

პირველსემესტრელებს ახალი, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები.

დაჯილდოება:

თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით  ათ ყველაზე რეიტინგულ პირველსემესტრელს დააჯილდოებს სახელმძღვანელოებითა და უნივერსიტეტის სიმბოლიკით გაწყობილი სამახსოვრო საჩუქრებით.

12:00 – ფაკულტეტების დეკანების  შეხვედრა პირველსემესტრელებთან:

                                      

მედიცინის  ფაკულტეტიIII კორპუსი, III სართული,  „თეატრალური დარბაზი” 

სტომატოლოგიის  ფაკულტეტი
ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული,  „სხდომათა დარბაზი”
ფარმაციის ფაკულტეტი III კორპუსი, V სართული.
საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ფაკულტეტი
I  სასწავლო კორპუსი, II სართული, ბიბლიოთეკის „სამკითხველო დარბაზი“
ფიზიკური  მედიცინისა  და  რეაბილიტაციის  ფაკულტეტი
III კორპუსი, IV სართული, ჰისტოლოგიის დეპარტამენტის აუდიტორია
12:30  წუთზე – ფიზიკური  მედიცინისა  და  რეაბილიტაციის ფაკულტეტი, საექთნო  საქმის  საბაკალავროპროგრამები    
III კორპუსი, IV სართული, ჰისტოლოგიის დეპარტამენტის აუდიტორია


18:00  - თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო  ანსამბლის კონცერტი – საპატიო სტუმრებისა და სტუდენტებისთვის (მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ-ის III სასწავლო კორპუსი, III სართული, “თეატრალური დარბაზი”).