თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდარი:
ა) გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2021 წ. – 27 ივლისი 2021 წ.
ბ) სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 22 თებერვალი – 15 მარტი 2021 წ.
გ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა: 15 მარტი, 2021 წ. – 27 ივლისი, 2021.
დ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის I სემესტრის სტუდენტთა რეგისტრაცია: 1 მარტი, 2021 წ. – 29 მარტი, 2021.
ე) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის II, IV, VI, VIII, X, XII სემესტრის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2021 წ. – 14 აგვისტო, 2021 წ.
ვ) გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო სესია: 14 ივნისი 2021 წ. - 24 ივლისი, 2021 წ.
ზ) დამამთავრებელი გამოცდები: 2021 წ. 14 ივნისიდან.
თ) გამოცდები მედიცინის ფაკულტეტის I, II, III, IV, VII/VIII, IX/X, XI/XII სემესტრების, ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების II, III და IV კურსის, საექთნო საქმის ბაკალავრის III და IV კურსის და V საფეხურის უმაღლესი პროფესიული პროგრამების (მილევადი რეჟიმი) III კურსის კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს მოდულის/კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.
ი) გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის V, VI, VII, VIII, X სემესტრების არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.