2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

 ღონისძიებების განრიგი

25 სექტემბერი

09:00 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში დაიწყება პირველსემესტრელთა შეკრება. 

10:00 – 11:30 – 2023-2024 სასწავლო წლის ოფიციალური ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნება  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.

პირველსემესტრელებს ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები.

დაჯილდოება:

თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ათ ყველაზე რეიტინგულ პირველსემესტრელს დააჯილდოებს სახელმძღვანელოებითა და უნივერსიტეტის სიმბოლიკით გაწყობილი სამახსოვრო საჩუქრებით. 

12:00 – ფაკულტეტების დეკანების  შეხვედრა პირველსემესტრელებთან:


მედიცინის ფაკულტეტი
III სასწავლო კორპუსი, III სართული,
,,თეატრალური დარბაზი"
სტომატოლოგიის ფაკულტეტი
ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული,
„ საკონფერენციო დარბაზი”
ფარმაციის ფაკულტეტი   
ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული,
„ სხდომათა დარბაზი”
საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ფაკულტეტი
I  სასწავლო კორპუსი, II სართული,
ბიბლიოთეკის „სამკითხველო დარბაზი“
ფიზიკური  მედიცინისა  და  რეაბილიტაციის  ფაკულტეტი
III  სასწავლო კორპუსი, IV სართული,
ჰისტოლოგიის დეპარტამენტის აუდიტორია

12:30 წუთზე-ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი,
საექთნო საქმისა და  სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები

III  სასწავლო კორპუსი, IV სართული,
ჰისტოლოგიის დეპარტამენტის აუდიტორია

18:00  - თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის კონცერტი – საპატიო სტუმრებისა და სტუდენტებისთვის.
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ-ის III სასწავლო კორპუსი, III სართული, “თეატრალური დარბაზი”.