AMEE - სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში: ტრენინგი სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში

AMEE - სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში: ტრენინგი სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში

2019 წლის მაისში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა სამედიცინო განათლების რეგიონული ჰაბი - AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი, რომლის ძირითადი მიზანია სწავლების, სწავლისა და შეფასების უახლესი მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მათი გადამზადება.  გახსნისთანავე ცენტრში ჩატარდა 5-დღიანი ტრენინგი სამედიცინო განათლებაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 46-მა წარმომადგენელმა. 

2019 წლის 21-25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან  ახლახან გახსნილ AMEE-ს  საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში ჩატარდება მეორე ტრენინგი - „ESMEA  - ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში:  შეფასების მეთოდები“. ტრენინგს გაუძღვება AMEE-ს პრეზიდენტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი. ამჯერად ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 43 მსმენელი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტრენინგი.  აღსანიშნავია, რომ ტრენინგში მონაწილეებიდან 26 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ხოლო 17 - საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელი იქნება.

AMEE-ESME-ს ტრენინგის გავლისას თითოეული მსმენელს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი, ხოლო ოთხი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიენიჭებათ საერთაშორისოდ აღიარებული AMEE-ს სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი, დამოწმებული შესაბამისი სერთიფიკატით.