ცხადდება კონკურსი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისთვის სასარის უნივერსიტეტში (იტალია), 2023 წლის შემოდგომის სემესტრის საერთაშორისო კრედიტ - მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია ხუთი თვის განმავლობაში).
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა რეზიდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
- CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDFფორმატში) მიიღება შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.kandelaki@tsmu.edu, iad@tsmu.edu
უპირატესობა მიენიჭებათ:
რეზიდენტებს, რომლებსაც არ აქვთ მიღებული ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობა; სოციალურად დაუცველ პირებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს; იძულებით გადაადგილებულ პირებს (გთხოვთ, წარმოადგინოთ სათანადო დოკუმენტაცია).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2023 წლის 10 ივლისს 16:00 სთ-ზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451;