აქცია თსსუ-ში ,,გაიღე სისხლი _ შენთვის წვეთი სხვისთვის სიცოცხლეა!

აქცია თსსუ-ში ,,გაიღე სისხლი _ შენთვის წვეთი სხვისთვის სიცოცხლეა!

  • 2018 წლის 11 ოქტომბერს 10:30 საათიდან 16:00 საათამდე თსსუ-ის პირველი კორპუსის "ცისფერ დარბაზში" სისხლის უანგარო დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. 

    ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი "სტუდენტები სტუდენტებისათვის".

    სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, 18-დან 60 წლამდე ჯანმრთელი ადამიანი  თუ:

    ·         მისი წონა  50-კგ. და მეტია;

    ·         არ აქვს გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C, სიფილისი, ტუბერკულოზი;

    ·         არ არის აივ დადებითი;

    ·         არ აღენიშნება სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;


    ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში:  

    ·         არ ჩატარებია ქირურგიული ოპერაცია;

    ·         არ ჰქონია სხვის სისხლთან კონტაქტი;

    ·         ქალების შემთხვევაში, ბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილა ორსულად;

      

    დონორმა უნდა იცოდეს შემდეგი:  

    ·         სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;

    ·         სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი;

    ·         სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ ტკბილი ჩაი;

    ·         სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;

     

    აქციის მიზანია უანგარო დონაციის პოპულარიზაცია სტუდენტებში.

    იხილეთ ბმული IPN-ზე