გერმანიაში პრაქტიკის გავლის მსურველ სტუდენტთა და ექიმთა საყურადღებოდ!

გერმანიაში პრაქტიკის გავლის მსურველ სტუდენტთა და ექიმთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი აცხადებს მიღებას: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ინტენსიური სწავლების ზოგად და დარგობრივ სამედიცინო ენის კურსებზე (A1–C1).

ჯგუფები მცირერიცხოვანია 6 – 8 სტუდენტი.

მეცადინეობები - კვირაში 2 -ჯერ 

კურსის ხანგრძლივობა - 3 თვე.

სწავლის გადასახადი ზოგადი კურსი - 120 ლარი თვეში;

დარგობრივი სამედიცინო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი -

160-180 ლარი თვეში

კურსის დასასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი

სტუდენტს ასევე შესაძლებლობა ექნება ჩააბაროს UNIcert -ის (საერთაშორისო საუნივერსიტეტო სერტიფიკატი)   გამოცდა ინგლისურ და გერმანულ ენებში ან DSH –ას გამოცდა (Die Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang) გერმანულ ენაში. 

გამოცდები შესაძლებელია ჩაბარდეს ექსტერნად ან  მოსამზადებელი 

კურსის გავლის შემდეგ. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი  შესაძლებლობას მოგცემთ უგამოცდოდ გააგრძელოთ სწავლა გერმანიის უნივერსიტეტებში, DAAD - ის გაცვლით პროგრამებში გათავისუფლდეთ ენის გამოცდების ჩაბარებისაგან, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, მათ შორის Erasmus+ ფარგლებში, გაიაროთ პრაქტიკა ევროპის წამყვან კლინიკებში,   შეუფერხებლად განახორციელოთ მობილობა ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში ან დაიწყოთ პროფესიული საქმიანობა ევროპის ქვეყნებში.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი; ვაჟა ფშაველას 29, პირველი სასწავლო კორპუსი, მეორე სართული, უცხოური ენების ცენტრი, ოთახი 204. კოორდინატორი: თამარ ტაბატაძე

საკონტაქტო ტელეფონი: 254 25 10, 599 38-38-98;  E-mail: foreignlanguagecenter1@yahoo.com