2019 წლის 5 დეკემბერს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ცისფერ“ დარბაზში, თსსუ-ის სტუდენტური
თვითმმართველობისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება სისხლის
უანგარო დონაციის აქცია.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა ჭირდება
წელიწადში 10-15 ათას ადამიანს.
ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ 3 ადამიანის სიცოცხლე.
უანგარო დონაცია ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია
თსსუ–ის ნებისმიერ აკადემიურ ან ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტს.
დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე
და შიდსის ვირუსზე.
სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია.
გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე!