ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამის კონკურსი ჩეხეთის რესპუბლიკის საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 აკადემიური წლისთვის.
პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2017 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
2026-2027 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს:
• მოკლე და საშუალოვადიანი სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის ყველა მიმართულებით (სასწავლო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 თვიდან მაქსიმუმ 9 თვემდე ვადით თითოეული კონკურსანტისთვის. სასწავლო ვიზიტების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს).
• კვლევით სტიპენდიებს უნივერსიტეტის ლექტორებისა და მკვლევარებისთვის (თითოეული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 1 თვეს, ხოლო მათი ჯამური ხანგრძლივობა - 2 თვეს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი