კონკურსი ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად თურქეთის დიჯლეს უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის

კონკურსი ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად თურქეთის დიჯლეს უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის KA171 ICM საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

მობილობა განხორციელდება 2022–23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.

დაფინანსება მოიცავს: ერთი სემესტრის განმავლობაში უფასო სწავლას, ყოველთვიურ სტიპენდიას, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

მსურველებმა, გთხოვთ, სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე:  pf@tsmu.edu

პასპორტის ასლი; 

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);

ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ (GPA-ის მითითებით);

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);

მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - (მინიმუმ B1 დონე, აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე).

საბუთების მიღება 2022 წლის 1 მაისამდე.

საბუთების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის ერასმუს+ ინსტიტუციურ კოორდინატორთან ნინო კანდელაკთან.

დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მიმართეთ თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანატს.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი I სართული, ოთახი N 120

ტელ: (032) 254 24 36