იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ეგიდით, 28 თებერვალს, 15:00 საათზე, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის საბჭოების დარბაზში, გაიმართება იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. 

კონფერენციაზე განხილული იქნება იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, აგრეთვე დიაგნოსტირების აუცილებლობის, შესაძლებლობების და მკურნალობის საკითხები, მიმდინარე სამეცნიერო პროექტები და კლინიკური კვლევები. ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე გამოვლინდება ესეების კონკურსის -„ბიომარკერები იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებაში“ გამარჯვებული სტუდენტი. კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება CENTOGENE AG-ის მიერ და მიიღებს სრულ დაფინანსებას იშვიათი დაავადებების კონფერენციაზე წასასვლელად ბოგოტაში (კოლუმბია), რომელიც ჩატარდება 2019 წლის 20-22 ივნისს. კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატები.