კონფერენცია - ელექტრონული ჯანდაცვა - ძილის დარღვევებისა და ეპილეფსიის მართვის პერსპექტივები

კონფერენცია - ელექტრონული ჯანდაცვა - ძილის დარღვევებისა და ეპილეფსიის მართვის პერსპექტივები

2018 წლის 26 ოქტომბერს, 9:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში  ჩატარდება კონფერენცია  ,,ელექტრონული ჯანდაცვა - ძილის დარღვევებისა და ეპილეფსიის მართვის პერსპექტივები“.

ღონისძიებაზე მოხდება საერთაშორისო პროექტის დაწყებისა და კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის ელექტრონული  პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება ეპილეფსიური აქტივობის ავტომატურ დეტექციას. პროექტი განხორციელდება ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის მონაწილეობით.

კონფერენციაზე მოხსენებებს წარმოადგენენ დარგის საერთაშორისო აღიარებული ექსპერტები: პროფესორი მარტინ ბროდი (დიდი ბრიტანეთი), პროფესორი ანემიკე ვან შტრატენი (ჰოლანდია), პროფესორი ალ დე ვერდი (ჰოლანდია), პროფესორი ტილმან კლუგე (ავსტრია).

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ნევროლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ჯანდაცვის ორგანიზაციის სფეროს წარმომადგენლები.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, საბჭოების დარბაზი.
იხილეთ, დღისწესრიგი.