DAAD Falling Walls Lab კონკურსი საქართველოში

DAAD Falling Walls Lab კონკურსი საქართველოში

21 ივნისს DAAD-ის თბილისის ოფისი იწვევს სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს ინოვაციური იდეების კონკურსზე Falling Walls Labs 2024, რომელიც გაიმართება ფაბრიკაში (თბილისი, საქართველო).

Falling Walls Labs მსოფლიო მასშტაბით აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, სადაც  3 წუთიან გამოსვლაში უნდა წარმოადგინონ  ინოვაციური იდეები გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად.

კონკურსში გამარჯვებულს დამატებით ექნება შესაძლებლობა, 7 ნოემბერს ბერლინში შეხვდეს მსოფლიო მასშტაბის ლიდერ მეცნიერებს, ინჟინრებს და ბიზნესმენებს, ასევე სხვა ქვეყნებში გამარჯვებულ კოლეგებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 9 ივნისი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე. 

კონკურსის პირობები და რეგისტრაცია იხილეთ ამ ბმულზე.