თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
2022 წელს საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდება ესეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
კონკურსი ემსახურება ცოდნის გაღრმავებას გენეტიკაში და მისი მიმართულებების პოპულარიზაციას საქართველოში.
ესე უნდა შეიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ კონკურსით გამოცხადებული თემების ღრმა ცოდნას.
მნიშვნელოვანი თარიღები
16 თებერვალი – ესეების კონკურსის გამოცხადება
10 აპრილი – ესეების წარდგენის ბოლო ვადა
25 აპრილი – გამარჯვებულების გამოვლენა (შედეგები გამოქვეყნდება ვებ საიტზე: www.geneticsgeorgi.org და ფეისბუქ გვერდზე: @geneticsgeorgia)
იხილეთ პირობები და დამატებითი ინფორმაცია