თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის დეპარტამენტის მხარდაჭერით, 23 სექტემბერს, „orbeti green space“-ში, გართობისა და დასვენებისთვის შექმნილ იდეალურ სივრცეში იგეგმება პირველსემსესტრელებისათვის გასართობი ღონისძიება, რომელიც მოიცავს:
• ტრანსპორტირებას;
• ორჯერად კვებას;
• მხიარული თამაშების ჩემპიონატს;
• ბუშტების ფეხბურთს;
• წყლის ფეხბურთს;
• ცეკვის და სიმღერის კარაოკეს;
• კინოჩვენებას ღია ცის ქვეშ;
• კარვების ტურს;
• მინი ფესტივალს;
• სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;
„orbeti green space“ მდებარეობს ორბეთში, თბილისიდან 40 წუთის სავალზე (ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე) და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა ულამაზეს ადგილას.
ადგილები შეზღუდულია. მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია გაიროთ თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე 19 დან 21 სექტემბარის ჩათვლით 12:00 დან 17:00 სთ-მდე, ოთახი #101;