კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი (პოლონეთი).
თსსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ერთ თვიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად. შერჩეული სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას კლინიკურ საგნებში.
ადგილები შეზღუდულია გადაუდებელი დახმარების და ანესთეზიოლოგიის განხრით.
• სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1. CV-ს ევროპული ფორმატი (europass) ინგლისურ ენაზე
2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
3. ნიშნების ამონაწერი ინგლისურ ენაზე (GPA-ის მითითებით)
4. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს ერთი გვერდის)
5. პასპორტის ასლი
• ყოველთვიური სტიპენდია და ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა ანაზღაურდება პროგრამის ფარგლებში.
შერჩეულმა სტუდენტმა თავად უნდა აანაზღაუროს სავიზო მოსაკრებელის და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
• შესარჩევი პროცესი:
გასაუბრება და დოკუმენტაციის შემოწმება მოხდება გასაუბრების დღეს, 2019 წლის 10 აპრილს 4 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის IV სართულზე , ოთახი # 418
სტიპენდიანტებს საბოლოოდ შეარჩევს მასპინძელი უნივერსიტეტი!
შენიშვნა:
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელფოსტის საშუალებით: n.kandelaki@tsmu.edu და nkandelaki@tsmu.edu