IFMSA-ს გაცვლითი პროგრამები!!!

IFMSA-ს გაცვლითი პროგრამები!!!

International Federation of Medical Students’ Association-Georgia  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში სთავაზობს ძალიან საინტერესო ერთთვიან გაცვლით პროგრამებს თურქეთის, ეგვიპტისა და სერბეთის ქალაქების სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკებში.

თურქეთის ქალაქები: სტამბული, ანკარა, ბურსა, იზმირი, სამსუნი მერსინი და ა.შ.

სერბეთის ქალაქები: ბელგრადი, ნოვი სადი და ა.შ

ეგვიპტის ქალაქები: კაირო, ალექსანდრია,ისმაილია, ბენჰა, ქუენა და ა.შ

-გაცვლითი პროგრამები თვითფინანსებადია.

-გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იყოთ მე-3 ან მაღლა კურსზე მყოფი სტუდენტი. პროგრამები იწყება თვის პირველ რიცხვში და გრძელდება 4 კვირის განმავლობაში. ქალაქს,მიმართულებას და შესაბამის დროს ირჩევთ თქვენ.

-აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

-ანი მურცხვალაძე 593276226 Facebook: Ani Murtskhvaladze

-შოთა ახობაძე 595155030 Facebook: Shota Akhobadze