დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი მიღების სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი მიღების სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება

7 ივნისს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი მიღების სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართება. სტუდენტებთან ერთად მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, საპატიო სტუმრები  და თსსუ-ის აკადემიური პერსონალი პროგრამის  დამამთავრებელი 7 სტუდენტის სამედიცინო კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლას იზეიმებენ. 

გამოსაშვები ცერემონიის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მიწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად გამოსაშვები ფორმის ყელსახვევით შემოსავს სტუდენტებს. საგანგებოდ ღონისძიებისთვის თბილისს ეწვევიან ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორები ამერიკის შეერთებულინ შტატებიდან.

ღონისძიებას 7 ივნისს 12 საათზე თსსუ-ის თეატრალური დარბაზი უმასპინძლებს. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, (საფოსტო ინდექსი 0186), თსსუ-ის მე-3 სასწავლო კორპუსი.