უფასო კონსულტაცია სამედიცინო რეაბილიტაციის საჭიროების მქონე პირთათვის

უფასო კონსულტაცია სამედიცინო რეაბილიტაციის საჭიროების მქონე პირთათვის

თბილისში მდებარე ახლადგახსნილი „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა, იწვევს უფასო საკონსულტაციო დღეებზე.

უფასო კონსულტაციები ჩაუტარდებათ ბავშვებს, მოზრდილებსა და ზრდასრულებს, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა შემდგომი სამედიცინო მდგომარეობების გამო:

  • ცერებრული დამბლა
  • განვითარების ეტაპების დაყოვნება ბავშვებში
  • ნერვ - კუნთოვანი დაავადებები
  • თავის და ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომ განვითარებული მდგომარეობები
  • თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობები
  • პოსტოპერაციული მდგომარეობებით.

უფასო კონსულტაციები ჩატარდება რეაბილიტაციის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ (ექიმი, ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი).

კონსულტაციებზე განისაზღვრება სარეაბილიტაციო მკურნალობის საჭიროება და დაისახება მკურნალობის გეგმა.

კონსულტაციებს „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გუნდის მაღალკვალიფიციურ წევრებთან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესიონალებთან ერთად ჩაატარებენ USAID-ისა და ემორის მედიცინის სკოლის ერთობლივი პროექტის - „ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში ვიზიტით მყოფი უცხოელი სპეციალისტები: ფიზიკური თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი.

უფასო კონსულტაციები ჩატარდება „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში.

კონსულტაციაზე ჩაწერა წარმოებს წინასწარ: 599 23 39 16; 595 50 62 62; 558 61 51 15;

მიღების დღეები და საათები: 24 – 28 თებერვალი, 10:00 – 18:00 საათამდე;
მისამართი: თბილისი, გუდამაყარის ქ. N4.

უფასო კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელია რეაბილიტაციის სრული კურსის გავლა აღნიშნულ კლინიკაში (18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა).

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მშენებლობა თბილისში 2020 წლის იანვარს დასრულდა. კლინიკის სარეაბილიტაციო გუნდის გადამზადება მიმდინარეობს USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის„ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში" ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობის ჩართულობით ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) დახმარებით.