2021 წლის 26-29 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან გერმანიის ქ. დუისბურგის ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი და თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხავენ ლექციებს. ასევე, პაციენტებისათვის ჩაატარებენ კონსულტაციებს და საჩვენებელ ოპერაციებს თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.
ლექციების განრიგი:
26 ოქტომბერი
• 12:00 საათი -„ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეები ბავშვებში“ - პროფესორი ვიქტორ ვაილერტი;
• 14:00 - „ზედა ტუჩისა და სასის ნაპრალების დიაგნოსტიკა და მკურნალობა”- პროფესორი ჰელმუტ ზიბერი.
ლექციები უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.
ლექციებზე დაცული იქნება არსებული ეპიდემიოლოგიური რეგულაციები.
მისამართი: ვაჟა–ფშაველას N33, თსსუ–ის III კორპუსი, „თეატრალური დარბაზი“.