გერმანელი პროფესორების საჯარო ლექციები თსსუ-ში

გერმანელი პროფესორების საჯარო ლექციები თსსუ-ში

17 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან ერლანგენის (გერმანია) უნივერსიტეტის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ოლივერ დევალდი და მისი მოადგილე, პროფესორი ფრიც მელერტი.

გერმანელი პროფესორები თსსუ-ის სტუდენტებისთვის წაიკითხავენ ლექციებს: 

კორონარული ქირურგია (პროფესორი მელერტი)

თანდაყოლილი მანკების ქირურგია (პროფესორი დევალდი)

დასაწყისი: 15:30

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, II საკონფერენციო დარბაზი.