დამტკიცებულია თსსუ-ის რექტორის
2020 წლის 1 ივნისის #422358 ბრძანებით
დანართი 2
გამოცდის დისტანციურად ტესტური ფორმით ჩაბარების ინსტრუქცია
1. გამოცდის დაწყებამდე სტუდენტმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს პირად ელექტრონულ გვერდზე - sms.tsmu.edu;
2. სასწავლო ბარათში, კონკრეტული სასწავლო კურსის დასახელების გასწვრივ, მითითებულია გამოცდის ბმული, რომელზეც გადავა სტუდენტი;
3. გამოცდის ბმულის გვერდზე არის ღილაკი „გამოცდის დაწყება“;
4. გამოცდის დრო აითვლება აღნიშნულ ღილაკზე („გამოცდის დაწყება“) დაჭერის შემდეგ;
5. საგამოცდო შეკითხვებზე გადასვლა შესაძლებელია ნებისმიერი თანმიმდევრობით, მათ შორის, გამოცდის მიმდინარეობის მანძილზე ნებადართულია უკან დაბრუნება და ტესტის უკვე მონიშნული პასუხის შეცვლა;
6. გამოცდა დასრულდება სტუდენტის მიერ სპეციალურ ღილაკზე - „გამოცდის დასრულება“ - დაჭერით, ან ავტომატურად, საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ;
7. 100 შეკითხვიანი გამოცდისთვის განსაზღვრულია 90 წუთი, 200 შეკითხვიანისთვის - 140 წუთი, ხოლო 100-ზე ნაკლები შეკითხვის შემთხვევაში თითოეულზე, საშუალოდ, განსაზღვრული იქნება 55 წმ;
8. გამოცდის დასრულების შემდეგ გამოჩნდება შედეგების გვერდი, სადაც გამოისახება სტუდენტის მიერ მიღებული საგამოცდო შეფასება. სტუდენტს 20 წუთის განმავლობაში შეუძლია გადახედოს მის მიერ არასწორად ნაპასუხებ შეკითხვებს პასუხებითურთ და პრეტენზიის შემთხვევაში გადავიდეს აპელაციის ბმულზე, რომელიც მითითებული იქნება იქვე, შედეგების გვერდზე;
9. აპელაციის ბმულზე „GoogleMeet”-ის პლატფორმის საშუალებით სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, გაესაუბროს შესაბამისი სასწავლო კურსის სააპელაციო კომისიის წევრებს.
Approved by Order No. 422358 of June 1, 2020
by the Rector of TSMU
Appendix 2
Instructions for Remote Test Exam Sessions
1. Prior to the exam a student is required to pass authorization on this/her “Personal Page” - sms.tsmu.edu;
2. Entering the “Student Study Card”, he/she shall go to the “Exam-Link” that can be found along the title of the specific study course.
3. Nest to the “Exam-Link” there is a button "Exam Start";
4. The exam time is calculated right after clicking the button ("Exam Start");
5. Answering exam test questions is allowed in any sequence; in addition, during the exam time it is allowed to come back and change the answer you marked in error;
6. The exam is completed by clicking the special button "Exam End" - or automatically, after the expiration of the exam allocated time;
7. For 100-questions is allotted 90 minutes, 200-questions - 140 minutes, and less than 100-questions - 55 seconds for each on average, respectively;
8. Upon test completion, the “Results Page” will appear, where the assessment scores obtained by the student will be displayed. For 20 minutes, the student can review the questions he/she marked in error and, in case of a complaint, follow the “Appeals-Link” on the “Results Page”;
9. The student will have the opportunity to talk to the members of the Appels Committee of the relevant study course through the GoogleMeet platform on the “Appeals-Link”.