თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია 2019 წლის 4-6 ოქტომბერს ხონში ატარებს საერთაშორისო კონგრესს ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია”, რომელიც ეძღვნება საქართველოში ტურიზმის განვითარების სამედიცინო ასპექტებს.
კონგრესი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
1. ჯანმრთელობა და ეკოლოგიური ფაქტორები;
2. ტურიზმი, ეკოტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი;
3. ეკოლოგიური აზროვნება და ცნობიერება, ექსტრასენსორიკა;
4. სკოლა სემინარი ,,გარემოს ჯანმრთელობა”.
კონგრესის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა ”.
რეგისტრაცია და სტატიების წარმოდგენა შესაძლებელია თსსუ “ჯანმრთელობის ხელშეწყობის” დეპარტმენტში - 1 ივნისიდან 16 სექტემბრამდე, პროფესორ ბიძინა ზურაშვილთან (თსსუ I კორპუსი, IV სართული).
სარეგისტრაციო თანხა - 50 ლარი.
კონგრესის მონაწილეთა განთავსება დაგეგმილია ხონში არსებულ სასტუმროში, აქვე ჩატარდება სამეცნიერო სხდომები.
საკონტაქტო ნომრები: 593 92 71 11; 599 92 14 88.