2021 წლის 1 დეკემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით საქართველოში იერუსალიმის „ჰადასა“-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვადიმ კაპულერი ჩამოდის, რომელიც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში სტუდენტების, რეზიდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ლექციებს წაიკითხავს, საჩვენებელ ოპერაციებს ჩაატარებს და კონსულტაციებს გამართავს.
ლექციები გაიმართება 2021 წლის 1 დეკემბერს 12:00 საათზე თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.
სალექციო თემატიკა:
„ფანჯარის ტრანსფორმაცია კარად - ტრანსუმბილიალური ქირურგია“’
„საზარდულის თიაქრის ქირურგია: ღია თუ ლაპაროსკოპია?“;
„ჰირშპრუნგის დაავადება: დიაგნოსტიკური ალგორითმი და ქირურგიული მეთოდი“’;
„ბავშვთა ქირურგის მუშაობის თავისებურებები ისრაელის მაგალითზე - ქირურგიული სტაციონარის ერთი დღის მუშაობის ორგანიზება და მიმღებ განყოფილებაში ტრავმის გადაუდებელი მკურნალობა“.