KIX EAP-ის   სასწავლო კურსები

KIX EAP-ის სასწავლო კურსები

 დაიწყო აპლიკაციების მიღება KIX EAP-ის (Knowledge and Innovation Exchange Europe, Asia, Pacific Hub) 2 სასწავლო კურსზე, რომლებიც პროფესიული განვითარების შესაძლობლობას სთავაზობს ექსპერტებს განათლების დარგში GPE-ს ევროპის აზიისა და წყნარი ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებიდან. ექსპერტები გაიღრმავებენ ცოდნას ანალიზის, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და გამოცდილებების გაზიარების ინოვაციური გზით. 

 1.  სასწავლო კურსი N4 (20 სექტემბრიდან - 11 ნოემბრამდე): "განათლების პოლიტიკის დაგეგმვის გაუმჯობესების  საშუალებები"- ორიენტირებულია განათლების პოლიტიკის დაგეგმვის გასაუმჯობესებლად სისტემური შეფერხებების იდენტიფიცირების შესწავლასა და სისტემის მუშაობის ანალიზისთვის დიაგნოსტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაზე.

 2. სასწავლო კურსი N5 (23 სექტემბრიდან- 11 ნოემბრამდე): "მასწავლებელთა პროფესიული განვითარება"- ორიენტირებულია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გაუმჯობესებაზე.

 აპლიკაციები მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 22 აგვისტო. 

 დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე