მსოფლიო გზავნილით - „არავინ დატოვო... მიღმა“ 2019 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სხვადასხვა ორგანიზაციების აქტივობით, საქართველო 3 მარტიდან უკვე მერვედ უერთდება ამ დღეს და მოუწოდებს საზოგადოებას შეიტანოს წვლილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაში!
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, ეხმიანება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. იხილეთ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების განრიგი:
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ორდღიანი აქტივობა - „ არავინ დატოვო... მიღმა“.
"დაუნის სინდრომის გენეტიკური საფუძვლები“ - ლექციას წარუძღვება მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ფირცხალანი.
დღე: 21 მარტი;
დრო:15:00 საათი;
ადგილი: თსსუ-ის „ცისფერი დარბაზი“.
"არავინ დატოვო... მიღმა" - თსსუ–ის სასწავლო კორპუსების ეზოში, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად, განხორციელდება გარეაქტივობები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართულობით.
დღე: 22 მარტი;
დრო:12:00 საათი;
ადგილი: თსსუ-ის "მედქალაქის" ეზო.
„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული ლექცია - „გიგო და დაუნის სინდრომის ასოციაცია“.
დღე: 22 მარტი;
დრო:12:30 საათი;
ადგილი: „ცისფერი დარბაზი“.
პროექტის მიზანი: ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებაში.
გელოდებით უკლებლივ ყველას, ფერად და პოზიტიურ ღონისძიებაზე, ოფიციალური დრეს-კოდი - ჭრელი წინდები!