7 ნოემბერს 18:00 სთ-ზე გაიმართება თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტის - მიშიკო დუმბაძის საფორტეპიანო მუსიკის საღამო.
კონცერტი ეძღვნება კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას.
პროგრამაშია: ყანჩელის, ბეთჰოვენის, შოპენის, სკრიაბინის, ბრამსისა და მენდელსონის ნაწარმოებები.
ხელმძღვანელი: გოდერძი ჩიტაიშვილი.
ლოკაცია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის მე-3 სასწავლო კორპუსის მე-3 სართული.