ცხადდება კონკურსი ,,ერასმუს+" -ის პროგრამის ფარგლებში ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია).
მობილობის პროგრამა, კრედიტების დაგროვებით, განკუთვნილია საექთნო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
მობილობის ხანგრძლივობა: 5 თვე.
მობილობა განხორციელდება 2022 წლის შემოდგომის სემესტრში.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე)
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2 დონე)
• CV ფოტოსურათით ევროპულ ფორმატში (ინგლისურ ენაზე)
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და ნომინაცია მოხდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,ერასმუს +"-ის პროგრამის კოორდინატორის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატთან შეთანხმებით.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 418
ელ.ფოსტა n.kandelaki@tsmu.edu
მონაწილეთა საბოლოო შერჩევა და სტიპენდიის მინიჭება მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა- 2022 წლის15 მარტი.