ონლაინ და უსგ პროგრამები

ონლაინ და უსგ პროგრამები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე აკრედიტაცია გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროგრამებმა:

I.     ონლაინ პროგრამები:

      1.     ონლაინ სასწავლო კურსი ანტენატალური მეთვალყურეობა“ –  I ტიპის 12 უპგ ქულა;

2.       ონლაინ სასწავლო კურსი ანტენატალური მეთვალყურეობა (კლინიკური შემთხვევა)“ –  I ტიპის 6 უპგ ქულა;

ორივე პროგრამა განკუთვნილია მეანობა–გინეკოლოგიაში სერტიფიცირებული ექიმებისათვის.

პროგრამების ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა.

პროგრამა უფასოა. მისამართი : http://cme.tsmu.edu

 

II.      დასწრებული უსგ პროგრამები:

1.       “ანტენატალური დაკვირვება  –  მტკიცებულებების განხილვა”  პროგრამის ხანგრძივობა 3 დღე – I ტიპის 18 უპგ ქულა;

2.       “მშობიარობის შემდგომი სისხლდენა - პროფილაქტიკა და მკურნალობა” -  პროგრამის ხანგრძივობა 3 დღე –I ტიპის 18 უპგ ქულა;

3.       “ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი” –  პროგრამის ხანგრძლივობა 2 დღე – I ტიპის 12 უპგ ქულა;

სამივე პროგრამა განკუთვნილია მეანობა–გინეკოლოგიაში სერტიფიცირებული ექიმებისათვის.

პროგრამების ხელმძღვანელია პროფესორი თენგიზ ასათიანი.

 

4.       „შინაგანი სნეულებანი, მათი დიაგნოსტიკის, სწორი თერაპიული სტრატეგიების, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის საკითხები“ - პროგრამის ხანგრძლივობა 5 დღე – I ტიპის 25 უპგ ქულა;

5.       “კლინიკური  ფარმაკოლოგიის და რაციონალური ფარმაკოთერაპიის პრაქტიკული და საკვანძო საკითხები” -  პროგრამის ხანგრძივობა 5 დღე – I ტიპის 25 უპგ ქულა;

პროგრამები განკუთვნილია ყველა საექიმო სპეციალობაში სერტიფიცირტებული ექიმებისათვის გარდა, რადიოლოგიისა, სასამართლო მედიცინისა, ლაბორატორიული მედიცინისა, ორთოპედიული სტომატოლოგიისა, პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგიისა, ორთოდონტიისა და ბირთვული მედიცინისა.

6.       „ბიოსამედიცინო კვლევის საკვანძო და აქტუალური საკითხები“ - პროგრამის ხანგრძლივობა 3 დღე – I ტიპის 12 უპგ ქულა;

პროგრამა განკუთვნილია, ყველა საექიმო სპეციალობაში სერტიფიცირტებული ექიმებისათვის.

პროგრამების ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

საბუთების მიღება მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციულ კორპუსში, ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, მეშვიდე სართული, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 222 33 22. 254 25 52