ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

2019 წლის 2 მარტს 12:00 საათიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის, სადაც წარმოდგენილი იქნება მედიცინის, მედიცინის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი პროგრამები, ასევე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და საექთნო და პროფესიული პროგრამები.

13:00 საათიდასტუმრებს, საშუალება ექნებათ შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რომელიც მათ გააცნობს პრეზენტაციას უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-აკადემიურ პროცესსა და სტუდენტურ ცხოვრებაზე.

ღონისძიება გაჯერებული იქნება სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით, რომელსაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან ერთად თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტები და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენენ.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, მესამე სასწავლო კორპუსი.