2023 წლის 24 აპრილს, 12:00 საათზე პარიზის კრეტეის ვალ დე მარნის უნივერსიტეტის (L'université Paris-Est-Créteil-Val-de-Marne) ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მარიო ოლლერო წაიკითხავს ლექციას თემაზე: "იდიოპათიური ნეფროზული სინდრომი, პათოფიზიოლოგია, ბიომარკერები და თანამედროვე თერაპიული მიდგომები".
ლექცია ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) პირველ სართულზე, „საბჭოების დარბაზში“.