ქეთევან მაზმიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

ქეთევან მაზმიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

2018 წლის 27 ივნისს 16:00 საათზე, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში შედგება ქეთევან მაზმიშვილის სადისერტაციო ნაშრომის "რადიოსიხშირული თერმული აბლაციის გავლენა ადაპტაციურ იმუნურ პასუხზე ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტებში" საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: თინათინ ჩიქოვანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნონა ჯანიკაშვილი – ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ექსპერტები – ნინო გაჩეჩილაძე – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; არჩილ ალადაშვილი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი; ოთარ ურუშაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. N-33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზი